რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხარკოვში ოკუპანტების მიერ დაბომბვას 15 ადამიანი ემსხვერპლა და 16 დაშავდა

Chris McGrath/Getty Images

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის რეგიონი დაბომბეს. პირველადი მონაცემებით, დაიღუპა 15 ადამიანი და 16 დაშავდა. ინფორმაციას ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს. 

"ასეთი საშინელი შედეგები მოჰყვა რუსების მიერ დაბომბვას"- თქვა მან და აღნიშნა, რომ  ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ჩუგუევის თემს, წინასწარი მონაცემებით, 6 დაღუპული, 4 დაჭრილი. მონაცემების განახლება მიმდინარეობს

მისივე ინფორმაციით ხარკოვში, მისი თქმით, 11 დაიჭრა, 5 ადამიანი დაიღუპა.

"ხარკოვის ოლქში 8 წლის ბავშვი დაიღუპა, დედა დაიჭრა. ზოლოჩივის თემში 3 გარდაცვლილია".- აცხადებს სინეგუბოვი. 

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები