ეს არის შულავერის კომიტეტი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ეს კომიტეტი ბაკურიანში უკვე შექმნეს, უბრალოდ, 24 ივნისის აქციაზე მოხდება ამ შულავერის კომიტეტის გამომზეურება. ჩვენ ვამბობდით, რომ ნაციონალური მოძრაობა გარკვეული საცეცებისგან შედგება: ეს არის თვითონ პარტია და მასთან აფილირებული პარტიები, მისი კუთვნილი არასამთავრობო ორგანიზაციები და მისი კუთვნილი მედიები. სწორედ ამ შემადგენლობით მოხდება შულავერის კომიტეტის გამომზეურება 24-ში.
tbl.ge/61tr
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. მოძრაობა სირცხვილიამ 24 ივნისს, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წევრობის კანდიდატობის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მორიგი აქცია დააანონსა. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე – სახელწოდებით შინ ევროპისკენ – მოძრაობამ მანიფესტი წარადგინა და ახალი სახალხო მოძრაობის დაარსების შესახებ განაცხადა.
ქართული ოცნებაირაკლი კობახიძეერთიანი ნაციონალური მოძრაობასირცხვილიასამოქალაქო მოძრაობა სირცხვილიასაქართველო-ევროკავშირი




