რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მისი პარტია ძირს უთხრის უკრაინისთვის მხარდაჭერას

ლუიჯი დე მაიო

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ საკუთარი პარტია ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა უკრაინისთვის მხარდაჭერის მცდელობის ძირის გამოთხრასა და ევროკავშირში იტალიის პოზიციის შესუსტებაში დაადანაშაულა.

მოსალოდნელია, რომ მინისტრის კომენტარის შემდეგ გუნდში განხეთქილება მოხდეს. 

მინისტრმა აღნიშნა, რომ პარტიის ლიდერები სიძულვილის ენით ესხმოდნენ თავს და ევროპელ პარტნიორებთან "მთავრობის რეპუტაციას ლახავდნენ". მისი შეფასებით, ეს ოპონენტების მხრიდან გაუაზრებელი დამოკიდებულებაა, რომელიც მთავრობაში არეულობის შეტანას ისახავს მიზნად. 

შიდაპარტიული დაპირისპირება პრობლემურია იტალიის პრემიერმინისტრისთვის, მარიო დრაგისთვის, რადგან ხვალ, 21 ივნისს პარლამენტში დაგეგმილი აქვს კენჭისყრა უკრაინაში დამატებითი იარაღის გაგზავნისთვის. 5 ვარსკვლავის მოძრაობის დეპუტატებისგან ელიან, რომ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ. 

ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა არის ყველაზე დიდი პოლიტიკური ძალა პარლამენტში 2018 წლის ეროვნულ არჩევნებში ხმების 33%-ის მოპოვების შემდეგ. ბოლო გამოკითხვებით, მას მხოლოდ 13%-იანი მხარდაჭერა აქვს. გასულ კვირას კი ადგილობრივ არჩევნებზე მან ხმების მხოლოდ 3% მოიპოვა.

კომენტარები