საქართველო-ევროკავშირი

კალაძე: არანაირი პრობლემა არაა ევროკომისიის პირობების შესრულება, ღირსეულად გავართმევთ თავს

ყველა პირობას, რაც ოფიციალურ დოკუმენტში აისახება, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. თუ პარტია ქართულმა ოცნებამ 2012 წლიდან მოახერხა და ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, თუ მოახერხა, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ქართული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში თავისუფლად გადავადგილდებით, ვიზის გარეშე, თუ მოახერხა თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, რატომ ვერ მოახერხებს იმ პირობების შესრულებას, რომელიც არის წარმოდგენილი?

არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ამ პირობების შესრულება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ღირსეულად გავართმევთ ამ გამოწვევას თავს.

რა თქმა უნდა, ისიც მჯერა და მინდა დავიჯერო, რომ ევროპის, ევროკავშირის, ევროსაბჭოს მხრიდან, ამ პირობების შესრულების შემდეგ, იქნება ღირსეული გადაწყვეტილება მიღებული და საქართველო გახდება იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია.

თბილისის მერი კახა კალაძე ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველო კანდიდატის სტატუსს ამ ეტაპზე ვერ მიიღებს და ქვეყანას პირობების შესრულება მოუწევს.

კომენტარები