Netflix

მექსიკაში NETFLIX-ის სერიალის გადაღებებზე ორი მსახიობი დაიღუპა

Deadline

მექსიკაში, Netflix-ის სერიალის, The Chosen One-ს გადასაღებ მოედანზე ორი მსახიობი გარდაიცვალა. პოლიციის განმარტებით მსახიობები ავტოკატასტროფაში მოხვდნენ.

გადამღები ჯგუფი ქალაქ სანტა-როსილიადან აეროპორტისკენ მიემგზავრებოდა. ავტოკატასტროფის შედეგად ორი მსახიობი, რაიმუნდო გარდუნიო კრუზი და ხუან ფრანსისკო სანტა-როსალია გარდაიცვალნენ, ასევე დაშავდა გადამღები ჯგუფის 6 წევრი.

სერიალზე მომუშავე კომპანიამ Redrum პროექტზე მუშაობა დროებით შეაჩერა.

The Chosen One-ის გადაღებები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო, სათავგადასავლო სერიალი კომიქსის ეკრანიზაციაა. 

კომენტარები