Netflix

Netflix-ის ახალი სერიალის ტრეილერში რუსთაველზე გამართული აქციის კადრი მოხვდა (VIDEO)

7 მარტს Netflix-ის იუთუბ გვერდზე ახალი სერიალის "3 Body Problem" მორიგი ტრეილერი გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოში, რუსთაველის გამზირზე, Agion Films და Anamor Films-ის დამფუძნებელი და რეჟისორის, გუგა გელაშვილის მიერ გადაღებული პარლამენტის წინ გამართული აქციის კადრი ჩანს.

რუსთაველზე აქციის კადრი ტრეილერში 1:31 წუთზე ჩნდება:

სერიალი 3 Body Problem პლატფორმა Netflix-ზე 21 მარტს გამოვა.

მასზე ცნობილი სერიალის Game of Thrones-ის შემქმნელები დევიდ ბენიოფი და დენ უაისი მუშაობდნენ, რომლებიც Netflix-ს $200 მილიონად 2019 წელს შეუერთდნენ.

კომენტარები