ტრეილერი

BLONDE – მერლინ მონროს შესახებ გადაღებული ფილმის პირველი ტრეილერი გამოვიდა

სტრიმინგის სერვისმა Netflix მერლინ მონროს შესახებ გადარებული ბიოგრაფიული დრამის Blonde პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა.

ლეგენდარული მსახიობის როლს ანა დე არმასი ასრულებს. ფილმი იგივე სახელწოდების, ჯოი კეროლ ოუთსის რომანს ეფუძნება. დე არმასის გარდა სურათში ედრიენ ბროუდი, ბობი კანავალე და ჯულიანა ნიკოლსონი თამაშობენ. პროექტს რეჟისორი ედნრიუ დომინიკი ხელმძღვანელობს.

ჰოლივუდში Blonde-ის ეკრანიზაციაზე საუბარი 10 წლის წინ დაიწყო. მონროს როლზე სხვადასხვა დროს ნაომი უოთსი და ჯესიკა ჩესტეინი განიხილებოდნენ. 

მერლინ მონროს შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული დრამა Netflix-ზე მიმდინარე წლის 23 სექტემბერს გამოვა.

კომენტარები