ქალები პოლიტიკაში

ზურაბიშვილი: პოლარიზაცია და სიძულვილის ენა ერთ-ერთია, რატომაც ბევრი ქალი არაა პოლიტიკაში

ძალიან ბევრი ქართველი ემიგრანტი ქალი გვყავს. სამწუხაროდ, ისინი ტოვებენ საქართველოს. ეს გახლავთ ახალი ფენომენი. როგორც მოგეხსენებათ, დღეს მილიონნახევარი ქართველი საზღვარგარეთ ცხოვრობს, ბევრი მათგანი ქალია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნიდან თავის ოჯახს არჩენს. დღესდღეობით, ქალები მრავალ დარგში არიან წარმოდგენილები. ეს გახლავთ ეკონომიკა, კულტურა, მედიცინა, საგანმანათლებლო სფერო. ისინი შედარებით ნაკლებად არიან წარმოდგენილები პოლიტიკაში, თუმცა ამას თავისი ახსნა აქვს. ეს არის პოლარიზაცია, სიძულვილის ენა, სხვადასხვა სირთულე. ქართული პოლიტიკა ძალიან უხეშია და სწორედ ეს არის იმის ერთ-ერთი ახსნა, თუ რატომ არ არის ბევრი ქალი პოლიტიკაში.  ქალები იმ 85%-ში არიან, რომლებიც საქართველოს ევროპულ გზას მხარს უჭერენ. ისინი მოტივირებულები არიან და თავიანთ მოსაზრებებს  აქტიურად აჟღერებენ. მათთვის მნიშვნელოვანია ბავშვების კეთილდღეობა, განათლება, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება - ჩვენთვის მხოლოდ და მხოლოდ ერთი პერსპექტივა არსებობს და ეს გახლავთ ევროპა.

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე.

კომენტარები