ქალები პოლიტიკაში

ისტორიაში პირველად, ტუნისის მერი ქალი გახდა

ტუნისის მერი ისტორიაში პირველად ქალი გახდა. ამის შესახებ France24-ი წერს.

მუნიციპალიტეტის საბჭოს 60 წევრიდან სუად აბდერაჰიმს 23- მა დაუჭირა მხარი. კონკურენტს, კამილა იდირას კი 22- მა.

„ამ გამარჯვებას ვუძღვნი თითოეულ ტუნისელ ქალს“,- თქვა 53 წლის აბდერაჰიმმა სიტყვით გამოსვლის დროს.

როგორც აბდერაჰიმი ამბობს, გამოწვევად ქალაქის იერსახის მოწესრიგეას ხედავს, რაზეც პირობას დებს, რომ აუცილებლად იზრუნებს.

მანამდე, ისტორიაში ასევე პირველად ამსტერდამმა ქალაქის მერად ქალი აირჩია.

კომენტარები