რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინას ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებით გერმანიაც დაეხმარება

გერმანიის შეიარაღებული ძალების M270 ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა.

გერმანიამ გადაწყვიტა უკრაინას ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით (MLRS)  დაეხმაროს.

ეს გადაწყვეტილება 15 ივნისს, ბრიუსელში გამართულ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე იქნა მიღებული და მისი დასრულების შემდეგ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ქრისტინ ლამბრეხტმა გამოაცხადა. 

ლამბრეხტის თქმით, გერმანია უკრაინას M270-ის ტიპის ზალპური ცეცხლის 3 სისტემას გადასცემს, საკუთარი GMLRS-ის ტიპის რაკეტებით, რომელთა სროლაც 70 კმ.-ის რადიუსზეა შესაძლებელი.

აქამდე 1-ელ ივნისს ჯერ აშშ-მ გადაწყვიტა უკრაინისთვის M142-ის ტიპის მაღალი მობილობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემების (HIMARS), შემდეგ, 6 ივნისს კი დიდმა ბრიტანეთმა M270-ის ტიპის MLRS-ების გადაცემა.

ასეთი ტიპის შეიარაღებას უკრაინა დონბასის რეგიონში სიტუაციის გამწვავების ფონზე ითხოვდა.

კომენტარები