საქართველოს საპატრიარქო

"შეხვედრები ნებისმიერ დროს ვერ ხერხდება" – ზურაბიშვილის და პატრიარქის შეხვედრა არ შედგა

საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტს პატრიარქთან შეხვედრა სურდა, თუმცა შეხვედრა ვერ მოხერხდა. ამის შესახებ ჯაღმაიძემ TV იმედთან ისაუბრა. 

"სალომე ზურაბიშვილისა და ილია მეორის შეხვედრა ვერ მოხერხდა. პატრიარქთან შეხვედრები ასე ნებისმიერ დროს ვერ ხერხდება. თხოვნა იყო, რომ დღეს შემდგარიყო ეს შეხვედრა და დღეს არ ხერხდება. მიზეზს ვერ დაგიკონკრეტებთ, უშუალოდ მე ამ პროცესში არ ვიყავი ჩართული".- ამბობს ჯაღმაიძე. 

 

კომენტარები