16 ივნისის აქცია

სუბარი 16 ივნისის აქციაზე: ქართული ოცნება მსგავს აქციებში მონაწილეობას არ მიიღებს

 როდესაც აქციაზეა საუბარი და იწყება შეჯიბრი, ვინ მოაწყობს აქციას, ვინ უნდა იყოს წამყვანი, რომელი აქცია უფრო ადრე იქნება და ვინ უფრო მეტ ხალხს შეკრებს, არამგონია ხელს უწყობდეს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ასეთ მოკლე ვადაში სერიოზული აქციების მოწყობა კითხვის ნიშნებსაც ბადებს და შეიძლება, შეიქმნას მცდარი შთაბეჭდილება, თითქოს საქართველოს მოსახლეობას არ აინტერესებს საქართველოს ევროპული ინტეგრაცია. არ მგონია, ეს სწორი შეჯიბრი იყოს რასაც აკეთებს სირცხვილიანაციონალური მოძრაობა, სალომე ზურაბიშვილი და რა თქმა უნდა, შესაბამისად, ჩვენი პარტია ამ შემთხვევაში მსგავს აქციებში მონაწილეობას არ მიიღებს.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა სოზარ სუბარმა 16 ივნისის აქციაზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დააანონსა.

კომენტარები