ყველა შეძრწუნებული ვართ იმ კადრებით, რომლებსაც ყოველ ღამე სიახლეებში ვხედავთ. თუმცა, მოდი ჩვენს თავთან გულწრფელები ვიყოთ – 1300 რაკეტა, რომლებიც რუსეთმა უკრაინულ ქალაქებს ომის პირველ ორ თვეში ესროლა, €7.7 მილიარდი ღირს. ბევრია. თუმცა, ამავდროულად, ევროპამ რუსეთში €44 მილიარდი გაგზავნა საწვავისთვის... რა თქმა უნდა, რუსებს სწყინთ, რომ კარგავენ ჯარისკაცებს, აღჭურვილობას, ტანკებს, თვითმფრინავებსა და ამ ყველაფერს, თუმცა ისინი ამბობენ: "ამ ომისთვის გადახდა მაინც არ გვიწევს. ევროპა ფულს გვიგზავნის. ომისთვის ისინი იხდიან". არ აქვს მნიშვნელობა როგორ შეხედავ ამას, ჩვენი ხელები სისხლშია გასვრილი, რადგან ჩვენ ვაფინანსებთ ომს. უნდა შევწყვიტოთ ჩვენი თავის მოტყუება. ამჟამად, ჩვენ გვაქვს ყველანაირი ტექნოლოგია, რაც საჭიროა წიაღისეული საწვავის უკან მოსატოვებლად.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
შვარცენეგერი ევროპასა და რუსულ რესურსებზე: ხელები სისხლში გვაქვს გასვრილი, ომს ვაფინანსებთ
tbl.ge/61iu
დაკოპირდა

მიმართა ევროპის ლიდერებს მსახიობმა და კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა, არნოლდ შვარცენეგერმა რუსული ბუნებრივი რესურსების შესყიდვასა და უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით.
ამავე თემაზე
- პუტინის მტკიცებით, მალე ოკუპირებული ყირიმის საწვავით უსაფრთხო მომარაგებას შეძლებენ
- ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად
- უკრაინელებმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ 15 ხომალდზე მიიტანეს იერიში
- რუსული პავილიონის აღდგენის გამო ევროკომისიამ ბიენალეს €2-მილიონიანი გრანტი გაუუქმა
- უკრაინულმა დრონებმა მოსკოვსა და სტავროპოლზე იერიშები მიიტანეს




