ჩინეთი

ტაივანის დამოუკიდებლობა ომს გამოიწვევს – ჩინეთი

Reuters

ჩინეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს, რომ ტაივანის ჩინეთისგან დამოუკიდებლობა პეკინის სამხედრო ძალების საპასუხო მოქმედებას გამოიწვევს. 

აზიის უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში, ჩინეთის თავდაცვის მინისტრი, ვეი ფენგე მის ამერიკელ კოლეგას, ლოიდ ოსტინს სინგაპურში შეხვდა. ვეიმის თქმით, ტაივანის ჩინეთისგან გამოყოფა ჩინელ სამხედროებს არ დატოვებს სხვა გზას, გარდა "ნებისმიერი ფასად ბრძოლისა".

ოსტინმა აღნიშნა, რომ აშშ მზადაა, ერთი ჩინეთის პოლიტიკა, რაც ტაივანის დამოუკიდებლობის არაღიარებას გულისხმობს. მისი თქმით, დაძაბულობის აღმოფხვრა ძალის გამოყენებით არ უნდა მოხდეს. 

მაისის  ბოლოს ტაივანმა განაცხადა, რომ ჩინეთის მიერ გაგზავნილი 30 სამხედრო თვითმფრინავის საპასუხოდ მან მოიერიშე თვითმფრინავები განათავსა. 

23 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ის მზადაა, ტაივანის დასაცავად ძალა გამოიყენოს. თუმცა, ასევე განმარტა, რომ ეს პასუხი არ წარმოადგენს კუნძულზე აშშ-ს პოლიტიკის ცვლილებას. 

ჩინეთი კუნძულს თავის ტერიტორიად მიიჩნევს. "ერთი ჩინეთის" პოლიტიკა მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კი აღნიშნა, რომ ამერიკა რუსეთს განიხილავს, როგორც ამჟამინდელ საფრთხეს, თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ბლინკენის შეფასებით, ჩინეთი, რუსეთთან შედარებით, მეტად საფრთხის შემცველია. 

ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დაარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა. 

კომენტარები