საქართველო-ევროკავშირი

კალაძე: ბიძინა ივანიშვილზე – ქველმოქმედზე, მეცენატზე გვეუბნებიან, რომ ცუდი კაცია

ძალიან სამწუხაროა ეს განცხადებები და ის, რომ ქვეყანა უნდა დაიჩაგროს იმისთვის, რომ ომში არ ჩაერთო. ასევე, მოვისმინეთ: ადამიანი, რომელიც უამრავ კარგ საქმეს აკეთებს ქვეყნისთვის, როგორც ქველმოქმედი, როგორც მეცენტი - მხედველობაში მყავს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც უამრავ ადამიანს ეხმარებოდა, ასეულობით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აქვს აღდგენილი, ჯარისთვის NATO-ს სტანდარტის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სკოლების რეაბილიტაცია - ამ ადამიანზე გვეუბნებიან, რომ ის ცუდი კაცია.

ეს მიდგომა და დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია და აბსოლუტურად არცერთ სიტყვას, რომელიც რეზოლუციაშია ნახსენები, პირადად მე არ ვეთანხმები.

ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე. ევროპარლამენტმა 9 ივნისს მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ემხრობა

კომენტარები