რესპუბლიკური პარტია

პოლიტიკური ნიშნით ჩადენილი ძალადობა – ბერძენიშვილზე თავდამსხმელს ბრალდება წარედგინა

radiotavisupleba.ge

პროკურატურამ რესპუბლიკური პარტიის ლიდერ დავით ბერძენიშვილის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით მის მიმართ ძალადობრივი დევნის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩადენილი ძალადობით) წარედგინა.

პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.

6 ივნისს რესპუბლიკური პარტიის ლიდერებს, დავით ბერძენიშვილსა და ხათუნა სამნიძეს თავს დაესხნენ. მათი ინფორმაციით, ინციდენტი რუსთაველის გამზირზე მოხდა. ორი პირი მათ სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდა.

როგორც დავით ბერძენიშვილი ფორმულასთან საუბარში იხსენებს, თავდასხმის მიზეზი მისი და სამნიძის პოლიტიკური საქმიანობა და შეხედულებები გახდა.

კომენტარები