რესპუბლიკური პარტია

დავით ბერძენიშვილსა და ხათუნა სამნიძეზე თავდამსხმელი გაათავისუფლეს

ირაკლი ხომასურიძე

ირაკლი ხომასურიძე, რომელიც რესპუბლიკური პარტიის ლიდერებს, დავით ბერძენიშვილსა და ხათუნა სამნიძეს თავს დაესხა, გაათავისუფლეს. ინფორმაციას ალექსანდრე კობაიძის საადვოკატო ბიურო FACEBOOK-ზე ავრცელებს. 

6 ივნისს რესპუბლიკური პარტიის ლიდერებს, ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს რუსთაველის გამზირზე თავს დაესხნენ. ორი პირი მათ სიტვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდა.

თავდასხმის შესახებ თავდაპირველად რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა. როგორც დავით ბერძენიშვილი ფორმულასთან საუბარში იხსენებს, თავდასხმის მიზეზი მისი და სამნიძის პოლიტიკური საქმიანობა და შეხედულებები გახდა.

ხომასურიძემ დავით ბერძენიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და წვივის არეში ფეხი ჩაარტყა. ხომასურიძეს ბრალი 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩადენილი ძალადობით) წარედგინა და 8 ივნისს პატიმრობაც შეეფარდა. 

კომენტარები