რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა აშშ-ს მთავრობისა და მედიის დამატებით 61 წარმომადგენელს სანქციები დაუწესა

ვლადიმირ პუტინი 2022 წლის 9 მაისის პარადზე

რუსეთმა აშშ-ს მთავრობის, მედიისა და ბიზნესის 61 წარმომადგენელს სანქციები დაუწესა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. სანქცირებულ პირთა შორის მოხვდა აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მდივანი ჯანეტ ელენი და ენერგეტიკის მდივანი ჯენიფერ გრანჰოლმი. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ს მიერ რუსი პოლიტიკოსების, საზოგადო მოღვაწეებისა და ბიზნესმენების წინააღმდეგ სანქციების განუწყვეტელ გაფართოებას მოყვა.

2 ივნისს, უკრაინაში შეჭრის გამო, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა რუს ოლიგარქებსა და ელიტის წარმომადგენლებს ახალი სანქციები დაუწესა. სანქცირებულ პირთა შორის არის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი და კრემლის პროპაგანდისტი, მარია ზახაროვაც. 

ასევე, სანქცირებულ პირთა შორის არიან რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის მინისტრი, ვიტალი საველიევი და ეკონომიკური განვითარების მინისტრი მაქსიმ რეშეტნიკოვი.

სანქცირებულთა სიაში მოხვდა მონაკოში დაფუძნებული იახტების კომპანია Imperial Yachts-იც, რომელსაც მოსკოვში დაბადებული ევგენი კოჩმანი აკონტროლებს. ეს კომპანია რუს ოლიგარქებს ემსახურება.

კომპანიებისა და კერძო პირების გარდა, სანქციები შეეხო რამდენიმე იახტასაც, რომელთაც რუსული ელიტები იყენებენ. 

კომენტარები