პუტინისტების აქცია

ევროკავშირის ოფისთან 7 ორკი დააკავეს, მათ შორის პუტინისტი გურამ ფალავანდიშვილი

კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ორკების შეკრება დაკავებებით დასრულდა. შინაგან საქმეთა სამინიტროს ცნობით, დაკავებულია 7 პირი. 

დაკავებეულებს შორის არის პუტინისტების ერთ-ერთი ლიდერი გურამ ფალავანდიშვილი. 

როგორც ტაბულას შსს-ში განუცხადეს, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით არიან დაკავებულები, რაც პოლიციელის მიმართ  დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. 

კომენტარები