ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა რომ კიდია, ეგ არის დანაშაული. მე და საქართველოს [მოსახლეობის] ძალიან დიდ ნაწილს ასეთი პოზიცია გვაქვს. ეგ დროშა რომ მანდ კიდია, ჩვენი სირცხვილია [...] ჩვენ არავისგან არაფერ მითითებებს არ ვიღებთ, ჩვენით ვმოქმედებთ [...] [რუსულ არხებზე] გუშინდელი ეთერები ვნახე და ყველგან არის მხოლოდ და მხოლოდ პოზიტივი. მე არ ვიცი, ისინი ზეიმობენ თუ რას შვრებიან, მაგრამ ყველა არხზე, რაც კი იქ არსებობს, პირველი ახალი ამბავი ეს იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსკოვშიც და სხვაგანაც ეცოდინებათ, რომ მარტო ის ვიღაც გაუგებარი ხალხი არ წარმოადგენს საქართველოს აბსოლუტურ უმრავლესობას. თან აქცია არც გვქონია, ჩვენი ოფისის დასაცავად შევიკრიბეთ და რუსთაველზე სპონტანურად გავიარეთ. თქვენ რისი თქმა გინდათ, რომ დაგვჭირდეს, სად მეტი ადამიანი გამოვა, გინდათ, რომ მაგას მიგვაზომოთ? დამიჯერეთ, ჩვენ თუ გამოვედით, იქ ყველა ძალიან ცუდ დღეში ჩავარდება. პირდაპირ გეუბნებით. ღმერთმა დაგვიფაროს ჩვენც და ისინიც.
tbl.ge/6b2b
დაკოპირდა
თქვა ძალადობრივი, პუტინისტური ალტ-ინფოს ლიდერმა, კოკა მორგოშიამ TV პირველთან საუბარში. 14 მარტს პარლამენტის წინ შეკრებილმა ორკ-ქოცებმა ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.
ამავე თემაზე
- "კატეგორიულად მიუღებელია მსგავსი ქმედებები" – ევროპელი სოციალისტები EU-ს დროშის დაწვაზე
- იოსელიანი: EU-ს დროშის ჩამოგდება და დაწვა ქართველების ისტორიულ არჩევანს შეურაცხყოფს
- მალე ეს "ტრიაპკა" სანაგვე ყუთში გადავარდება საბოლოოდ – მღვდელი სპირიდონი EU-ს დროშაზე
- მახარაძე EU-ს დროშაზე: ეგ ჭინჭი მე ჩამოვხსენი, ქვითარი გამომიგზავნეთ, ფეხზე მკიდია
- ოქრიაშვილი: პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის დაწვის ორგანიზატორი არის ქართული ოცნება