პუტინისტების აქცია

მალე ეს "ტრიაპკა" სანაგვე ყუთში გადავარდება საბოლოოდ – მღვდელი სპირიდონი EU-ს დროშაზე

"მალე დადგება ეს დრო, როცა ეს "ტრიაპკა" თავის სანაგვე ყუთში გადავარდება საბოლოოდ" - ამის შესახებ პუტინისტმა მღვდელმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა პარლამენტთან, ორკ-ქოცების აქციაზე, ევროკავშირის დროშასთან დაკავშირებით თქვა. 

"ძალიან შეურაცხმყოფელია პირადად ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის, რომ ამ სიწმინდის გვერდით მამათმავლობის "ტრიაპკა" არის ჩამოკიდებული, იყო ჩამოკიდებული მამათმავლობის "ტრიაპკა". და ეს არ ეკადრება საქართველოს ეს "ტრიაპკა", არ ეკადრება და მალე დადგება ეს დრო, როცა ეს "ტრიაპკა" თავის სანაგვე ყუთში გადავარდება საბოლოოდ" - თქვა მან, რის შემდეგაც, ორკ-ქოცებმა პარლამენტთან აღმართულ ჯვარზე საქართველოს დროშა მიამაგრეს.

იქამდე, პარლამენტის წინ შეკრებილმა პუტინისტებმა ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.  ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია, თუმცა კადრებში ჩანს, რომ მათ დროშის ჩამოხსნისთვის ხელი არ შეუშლიათ. მოგვიანებით, შსს-მ განაცხადა, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყეს და სამართალდამრღვევებს დააჯარიმებენ.

აქცია პუტინისტური ალტ-ინფოს ორგანიზებით გაიმართა. ორკ-ქოცები პარლამენტის შენობამდე მსვლელობით მივიდნენ - ისმოდა ანტიდასავლური შეძახილები. 

კომენტარები