მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა

ბოკერია წულუკიანზე: რეჟიმისთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი საწინააღმდეგო აზრის დემონიზება

არაფერი მოულოდნელი არ არის ივანიშვილის რეჟიმის ამ წარმომადგენლისგან და ზოგადად ამ რეჟიმისგან ეს ბოდვა. ივანიშვილის და მისი გარემოცვის ამოცანა ძალაუფლების შენარჩუნებაა. ამისთვის ყველა მეთოდზე წავლენ. ამ შემთხვევაში ქვეყნის შიგნით ოპონენტების დემონიზება, უკრაინის მთავრობის, ნებისმიერი ევროპარლამენტარის, თუნდაც ისეთი მსხვილი პოლიტიკური გაერთიანების, როგორიც ევროპის სახალხო პარტიაა, მოსულა მათთვის. სწორედ ამას ვხედავთ ჩვენ, მათთვის ჰომ ფაქტებს მნიშვნელობა არ აქვს. ევროპის სახალხო პარტია პირიქით გამოირჩეოდა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულების მხარდაჭერით. სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან შედარებით ყველაზე აქტიური იყო, ეს იცის ყველამ, ვისაც აინტერესებს, თუმცა ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდისთვის ეს ყველაფერი არის სულერთი, მთავარია მათი უტიფარი ხაზი, რომ ყველა სცენარის პირობებში მათ ნებისმიერი აზრის დემონიზება შეძლონ, რომელიც მათთვის არახელსაყრელია ქვეყნის შიგნით, თუნდაც ეს ხდებოდეს ქვეყნის მომავლის ხარჯზე.

ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია. კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თქვა, რომ EPP-ს [ევროპის სახალხო პარტიის] მიზანია, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის სტატუსი არ მიიღოს. 31 მაისს როტერდამში ევროპის სახალხო პარტიის 2022 წლის კონგრესზე, პარტიის თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა მიხეილ სააკაშვილის წერილი წაიკითხა. სააკაშვილისთვის განკუთვნილი სკამი კი დარბაზში ცარიელი იყო.

კომენტარები