ევროპის სახალხო პარტია

წულუკიანი: EPP-ს მიზანია, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის სტატუსი არ მიიღოს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავარი მიზანი არის ის, რომ ჩვენ როგორმე, ევროპისკენ მიმავალ გზაზე, როგორც ერი და ქვეყანა წარუმატებელი ვიყოთ. ამჟამად მათი მთავარი მიზანი და მათ შორის ევროპის სახალხო პარტიის (EPP) მიზანი გახლავთ ის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის სტატუსი არ მიიღოს. იმ ადამიანს, რომელსაც რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე წლების გარკვეული რაოდენობა აქვს მისჯილი საპატიმროში მოსახდელად, ვგულისხმობ პატიმარ სააკაშვილს, ევროპის სახალხო პარტია კვლავ მიიჩნევს დიდ დემოკრატად. ამ დროს ეს არის ადამიანი, რომელიც რუსთაველის გამზირზე ჩვენს ხალხს არბევდა და სცემდა. ციხეში კი პატიმრებს აწამებდა. შესაბამისად, როგორც საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ერთიანები ვიყოთ ჩვენს სულისკვეთებაში ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

თქვა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა. 31 მაისს როტერდამში ევროპის სახალხო პარტიის 2022 წლის კონგრესზე, პარტიის თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა მიხეილ სააკაშვილის წერილი წაიკითხა. სააკაშვილისთვის განკუთვნილი სკამი კი დარბაზში ცარიელი იყო.

კომენტარები