ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავარი მიზანი არის ის, რომ ჩვენ როგორმე, ევროპისკენ მიმავალ გზაზე, როგორც ერი და ქვეყანა წარუმატებელი ვიყოთ. ამჟამად მათი მთავარი მიზანი და მათ შორის ევროპის სახალხო პარტიის (EPP) მიზანი გახლავთ ის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის სტატუსი არ მიიღოს. იმ ადამიანს, რომელსაც რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე წლების გარკვეული რაოდენობა აქვს მისჯილი საპატიმროში მოსახდელად, ვგულისხმობ პატიმარ სააკაშვილს, ევროპის სახალხო პარტია კვლავ მიიჩნევს დიდ დემოკრატად. ამ დროს ეს არის ადამიანი, რომელიც რუსთაველის გამზირზე ჩვენს ხალხს არბევდა და სცემდა. ციხეში კი პატიმრებს აწამებდა. შესაბამისად, როგორც საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ერთიანები ვიყოთ ჩვენს სულისკვეთებაში ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
ევროპის სახალხო პარტია
წულუკიანი: EPP-ს მიზანია, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის სტატუსი არ მიიღოს
tbl.ge/60y8
დაკოპირდა
თქვა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა. 31 მაისს როტერდამში ევროპის სახალხო პარტიის 2022 წლის კონგრესზე, პარტიის თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა მიხეილ სააკაშვილის წერილი წაიკითხა. სააკაშვილისთვის განკუთვნილი სკამი კი დარბაზში ცარიელი იყო.
ამავე თემაზე
- თალაკვაძე: ევროპა სანქციებს არ აწესებს ქველმოქმედებისთვის, რაც გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა
- ბოკერია EPP-ზე: გვყავს ხელისუფალი, რომელიც ეჭვმიტანილია ქმედებებში, რაც სანქცირებას იმსახურებს
- კობახძე EPP-ზე: ნაცმოძრაობა და ევროპული საქართველო წევრები არიან, გავლენა აქვთ
- EPP-ს რეზოლუციის პროექტი ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების წინადადებას მოიცავს – RFE/RL
- კობახიძე EPP-ზე: სამწუხარო პრინციპი მოქმედებს – "ვიღაც არის ცუდი ბიჭი, მაგრამ ჩემი ცუდი ბიჭი"