ვიქტორ ორბანი

ვიქტორ ორბანი ბიუჯეტის გასაზრდელად ბიზნესს დამატებით გადასახადს უწესებს

Akos Stiller/Bloomberg/Getty Images

უნგრეთის მთავრობამ £5 მილიარდის ოდენობის გადასახადების გაზრდისა და ხარჯების შემცირების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. 

24 მაისს უნგრეთის პრეზიდენტმა, ვიქტორ ორბანმა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო უნგრეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ორბანის მთავრობის ცნობით, ახალი უფლებამოსილებები მთავრობას ინფლაციისა და ენერგორესურსების ფასების მატებასთან სწრაფად მოქმედების საშუალებას მისცემს. 

£2 მილიარდის ღირებულების მოულოდნელი გადასახადები "დამატებით მოგებას“ უკავშირდება, რომელიც კომპანიებმა ენერგიის მაღალი ფასებით, საპროცენტო განაკვეთებითა და საბანკო გადასახადების მეშვეობით მიიღეს.

დამატებითი შემოსავლის ძირითად ნაწილს ბანკები და ენერგეტიკული კომპანიები გამოიყენებენ, ხოლო გაზრდილი გადასახადები სატელეკომუნიკაციო კომპანიებს, ავიაკომპანიებს, საცალო ვაჭრობის, წამლებისა და სარეკლამო კომპანიებს შეეხება.

"მხოლოდ არაჩვეულებრივ მოგება - ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ინიციატივა სამომხმარებლო საქონლის ფასების გაზრდას გამოიწვევს, არ უნდა იყოს ინფლაცია ან ეკონომიკური ზრდის შენელება". - თქვა ეკონომიკის მინისტრმა.

ორბანის სიტყვებით, "მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ზღვარზეა", ამიტომ, მისი თქმით, უნგრეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ომი თავიდან აირიდოს და დაიცვას ოჯახების ფინანსური მდგომარეობა. 

ორბანის თქმით, მთავრობა მოსახლეობას ომის გამო მიღებულ ზომებს ხვალ, 25 მაისს წარუდგენს. 

ორბანის ნაციონალისტურმა პარტიამ  ფიდესმა აპრილის საპარლამენტო არჩევნებში კვლავ უმრავლესობა მოიპოვა. ორბანმა 12-წლიანი მმართველობის განმავლობაში თანდათან გაზარდა საკუთარი ძალაუფლება, რაც ხშირად იწვევდა კრიტიკას ევროკავშირისა და უფლებადამცველი ჯგუფების მხრიდან. მათი თქმით, უნგრეთში დემოკრატიული პროცესების ეროზია მიმდინარეობს.

კომენტარები