რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მსოფლიო ეკონომიკის მდგომარეობა აჩვენებს, რომ ჩვენი პოზიცია სწორი და გამართლებულია – პუტინი

Getty Images

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ევრაზიის ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, რომ მსოფლიო ეკონომიკის მდგომარეობის მიხედვით, რუსეთის პოზიცია სწორი და გამართლებულია.

"რაც არ უნდა სტაბილური იყოს იმ ქვეყნების ეკონომიკა, რომლებიც ასეთ შორსმჭვრეტელ პოლიტიკას (სანქციების დაწესება) ატარებენ, მსოფლიო ეკონომიკის დღევანდელი მდგომარეობა აჩვენებს, რომ ჩვენი პოზიცია არის სწორი და გამართლებული. მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებსაც რომ გადახედოთ, ამ განვითარებულ ეკონომიკებში 40 წელზე მეტია, ასეთი ინფლაცია არ ყოფილა, უმუშევრობის დონე იზრდება, ჯაჭვები იშლება, გლობალური კრიზისი ძლიერდება ისეთ მგრძნობიარე სფეროებში, როგორიც, ვთქვათ, სურსათია. ეს ხუმრობა არ არის, ეს არის სერიოზული რამ, რაც ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების მთელ სისტემაზე გავლენას ახდენს". - თქვა პუტინმა.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები