პუტინის რუსეთი

რუსული ეპარქია: ჩატარდა ახალგაზრდული შეჯიბრი ავტომატის დაშლა-აწყობაში, ხელყუმბარის სროლაში

Befunky

ვლადიმირის ეპარქიის ხელმძღვანელობით ახალგაზრდებისთვის სპორტულ-პატრიოტული შეჯიბრი წმინდა მეომარი გაიმართა. 

შეჯიბრში ვლადიმირის ეპარქიის სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსულმა ასზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.

"ახალგაზრდებმა სხვადასხვა სახის შეჯიბრში მიიღეს მონაწილეობა: ესტაფეტა, ავტომატის დაშლა-აწყობა, ხელყუმბარების სროლა, აზიდვა და ა.შ. გარდა ამისა ღონისძიებამ ინტელექტუალური ხასიათის შეჯიბრებიც მოიცვა, რომელშიც ახალგაზრდობამ საკუთარი თავი სამშობლოსა და ეკლესიის ისტორიის ცოდნაში გამოსცადა. შეჯიბრის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილე დავაპურეთ". – წერია ვლადიმირის ეპარქიის ოფიციალურ საიტზე.

ეპარქიის ღონისძიებას დაესწრო სპეციალური დანიშნულების სამხედრო ჯგუფი მონომახი.

შეჯიბრის გამარჯვებულებს კულინარიულ სტუდია როულეტის მასტერკლასის ბილეთები გადაეცათ, მეორე ადგილზე გასულმა გუნდა პიცერია Papa Jones-ის, ხოლო მესამეადგილოსნებმა სანაყინე Baskin Robins-ის ვაუჩერები მიიღეს.

წყარო: Eparkh33.ru

კომენტარები