თბილისის მერია

4 ივნისიდან თბილისში ავტობუსისა და მიკროავტობუსის ახალი მარშრუტები ამოქმედდება

4 ივნისიდან თბილისში ავტობუსისა და მიკროავტობუსის ახალი მარშრუტები ამოქმედდება. აქედან ნაწილი უკვე არსებულ მარშრუტებს ჩაანაცვლებს. თბილისის მერია მიზეზად მომატებულ მგზავრთნაკადს ასახელებს.

N293 ავტობუსი განკუთვნილია დიდი დიღმის დასახლებისთვის;

N425 მიკროავტობუსი მოემსახურება მეტრომშენის დასახლებას;

N444 მიკროავტობუსი  მოემსახურება ზღვის უბნის დასახლებას;

N546 მიკროავტობუსი იყალთოს გორიდან მეტროსადგურ ტექნიკურ უნივერსიტეტამდე იმოძრავებს;

N294 ავტობუსი ჩაანაცვლებს N444 მიკროავტობუსს;

N295 ავტობუსი ჩაანაცვლებს N546 მიკროავტობუსს;

N296 ავტობუსი ჩაანაცვლებს N544 მიკროავტობუსს;

N297 ავტობუსი ჩაანაცვლებს N425 მიკროავტობუსს.

კომენტარები