[...] ყველას მოგვწონს, როდესაც ჩავდივართ ევროპულ ქალაქებში როგორ არის ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული და თუ გვინდა, ჩვენი ქალაქი მოწესრიგებული იყოს, რა თქმა უნდა, ყველამ უნდა ავიტანოთ ის გარკვეული დისკომფორტი და შეზღუდვები, რაც იქნება. ეს ქალაქი მარტო ჩემი, ან თბილისის მთავრობის წევრების არ არის, ყველას ქალაქია და ის, რაც კეთდება ჩვენი ქალაქისთვის და შვილებისთვის კეთდება. ასე რომ თუ გარკვეული დისკომფორტი იქნება, ამის ატანა აუცილებლად მოგვიწევს, სხვანაირად შეუძლებელია. თუ მასწავლით, როგორ შეიძლება ისე განვახორციელოთ სამუშაოები, რომ შეზღუდვები არ იყოს, გზის ჩაკეტვა არ მოგვიწიოს, დიდი სიამოვნებით მივიღებთ ამ რჩევებსაც, საერთოდ არანაირი პრობლემა არ არის, ყოველთვის ვართ გახსნილები.
თბილისის მერია
კალაძე მელიქიშვილის რეაბილიტაციაზე: უნდა ავიტანოთ დისკომფორტი და შეზღუდვები, რაც იქნება
tbl.ge/60m1
დაკოპირდა

ამბობს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მთავრობის სხდომაზე. მერია მელიქიშვილის გამზირის სრულ რეაბილიტაცია-განახლებას 15 ივნისს დაიწყებს, ქუჩა სრულად გადაიკეტება.
ამავე თემაზე
- მინდელის ხიდსა და მეტროსადგურ "სარაჯიშვილის" მიმდებარედ საავტობუსო ზოლი მოეწყო – მერია
- ობიექტი დაჯარიმდება 30 000 ლარით, სამშენებლო პროცესი შეჩერდება – კალაძე მარიჯანზე
- 11 ივლისიდან N309 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
- 4 ივლისიდან N339 და N385 მარშრუტებზე 18-მეტრიანი ავტობუსები ივლიან
- მერია: 22 ივნისს სკვერში მოზარდებმა დააზიანეს ატრაქციონი, დაშავდა 1 მოზარდი




