ბუჩამდე იყო აფხაზეთი

ჩერგოლეიშვილი: უნდა გავიაზროთ ჩვენი წარსული, რათა გვესმოდეს ვინ არის მტერი, ვინ – მეგობარი

მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის, რასაც აფხაზთა კრება და ბატონი მალხაზი აკეთებდა, იმიტომ რომ ის, რაც ზოგჯერ შეუძლებლად გეჩვენება უნდა აცოცხლო იმისთვის, რომ როცა შესაძლებლობის ფანჯარა იქნება,  განახორციელო. მე დარწმუნებული ვარ, რომ დიდხანს ელოდებოდნენ და ელოდებიან დღესაც ჩვენი 250 000 დევნილი მოქალაქე მათი ტანჯვის სათანადო აღიარებას და ჩვენ ამ გამოფენით დავიწყეთ კამპანია აი, ამ მიზნისკენ. დღევანდელ დღეს, როცა საერთაშორისო გეოპოლიტიკური კონიუნქტურა და რუსეთის მიმართ დამოკიდებულებაც მკვეთრად შეცვლილია, შესაძლებელია, მსოფლიო თანამეგობრობას, ვაღიარებინოთ საქართველოში რუსეთის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. ამას დიდი მნიშვნელობა ექნება მომავალში - ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. ამას გარდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენთვის, როგორც საზოგადოებისთვის, იმისთვის რომ ჯანსაღ საზოგადოებად ჩამოვყალიბდეთ და კარგად გავიაზროთ ჩვენი წარსული, იმისთვის რომ მივხვდეთ ვინ არის ჩვენი მტერი და ვინ არის ჩვენი მეგობარი. იმისთვის, რომ ჩვენი თანამოქალაქეების უბედურების გამზიარებლები გავხდეთ.

ამბობს ტაბულასა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების (VES) დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი. დღეს, 24 მაისს ექსპოზიცია ბუჩამდე იყო აფხაზეთი, რომელსაც KHIDI მასპინძლობს, გაიხსნა. ექსპოზიციის დათვალიერების შესაძლებლობა გექნებათ: 24 მაისს - 21:00 საათიდან. 25 მაისს 12:00 - 22:00, 26 მაისს 12:00-18:00 საათებში.

კომენტარები