ქართული ოცნება

კრამერი და კელი: ოცნება გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით იღებს, ეწყინება თუ არა პუტინს

დევიდ კრამერი/იან კელი

აშშ-ს ყოფილმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა ერთობლივი სტატია გამოაქვეყნეს, სათაურად – "პუტინი მარცხდება უკრაინაში, მაგრამ იმარჯვებს საქართველოში". 

სტატიაში გაკრიტიკებულია ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა უკრაინის ომთან მიმართებაში, ასევე მათი საშინაო პოლიტიკაც.

კრამერისა და კელის თქმით, ქართული ოცნება გადაწყვეტილებებს იღებს იმის მიხედვით, თუ რა რეაქცია ექნება მათზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს. ასევე, წერენ, რომ საქართველოს მთავრობა ხელში იგდებს ძალაუფლების ყველა სადავეს.

"როგორც ჩანს, ქართული ოცნება საკუთარ გადაწყვეტილებებს ითვლის არა იმაზე დაყრდნობით, აღრმავებს თუ არა პოლიტიკა დასავლურ ნორმებთან ინტეგრაციას, არამედ გაანაწყენებს თუ არა კრემლში მყოფ დიქტატორს. საშინაო პოლიტიკაში მთავრობა, ხელისუფლების სამივე შტოში, ძალაუფლების ყველა სადავეს მუხლჩაუხრელად იხვეჭს და ამ ძალაუფლების შემმოწმებელ ინსტიტუციებს მარგინალიზაციას უწევს ან შლის. ეს განსაკუთრებით აშკარა იყო დამოუკიდებელი სასამართლოს უზრუნველსაყოფად აშშ-ს, ევროპისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ რეფორმების გატარების მოთხოვნაზე უარის თქმაზე". – წერენ კრამერი და კელი.

კომენტარები