რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ანდრიუშენკო: მარიუპოლში, მაღალსართულიანი შენობის ნანგრევებში 200-მდე ცხედარი აღმოაჩინეს

REUTERS

მარიუპოლში, მაღალსართულიანი შენობის ნანგრევებში 200-მდე ცხედარი აღმოაჩინეს. ინფორმაციას მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრო ანდრიუშენკო Telegram-ში ავრცელებს

მისი თქმით, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა უარი თქვეს დაღუპულების ცხედრების შეგროვებასა და შეფუთვაზე, რის გამოც რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ შემთხვევის ადგილი დატოვა. მიცვალებულთა ცხედრები ადგილზე დარჩა და ახლა, ნაწილობრივ დაშლილი ნამსხვრევების გამო, თითქმის მთელ მეოთხედს გვამების სუნი ასდის.

"ამჟამად დაკრძალვისა და ექსგუმაციის სამუშაოებს დონეცკის ე.წ. რიტუალური სახელმწიფო კორპორაცია ასრულებს. მაგრამ "ოფიციალური" უფასო დაკრძალვისთვის, თქვენ უნდა დაელოდოთ რიგს, მიიტანოთ გარდაცვლილის ცხედარი "მორგში", თქვათ, რომ ის ახლახან იპოვეს, ან დათანხმდეთ ვიდეოს ჩაწერას, რომელშიც უნდა ითქვას, რომ გარდაცვლილი უკრაინის არმიის მსხვერპლია".- ამბობს ანდრიუშენკო. 

მან აღნიშნა, რომ ასეთი პირობების გამო, ქუჩაში, მეტროსთან ახლოს, იმპროვიზირებულ მორგში დიდი რაოდენობით გვამები ჩაალაგეს და "მარიუპოლი ახლა მყარ სასაფლაოდ იქცა'. 

უკრაინის მონაცემებით, ოკუპანტებმა მარიუპოლიდან დაახლოებით 50 000 მშვიდობიანი მოქალაქე იძულებით გადაასახლეს. უკრაინის ხელისუფლება, ამ დრომდე, მათი ადგილმდებარეობის გარკვევას ცდილობს.

17 მაისს უკრაინამ დაიწყო აზოვსტალიდან მებრძოლების ევაკუაციის ოპერაცია. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ჯერჯერობით დაჭრილთა ევაკუაციის დეტალებს არ ასაჯაროებს. რუსულ მედიაში წერენ, რომ დაჭრილი უკრაინელი სამხედროები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. 

ევაკუაციის ფარგლებში, მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან 1 000-მდე უკრაინელი სამხედრო რუსული ძალების თანხლებით მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაიყვანეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დასაბრუნებლად მათ რუს ტყვეებში გაცვლიან.

აზოვსტალში მყოფი სამხედროების შესახებ უკრაინის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ბოლო ცნობებით, ქარხანაში 1 000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი იყო, რომელთაგან ბევრი დაშავებულია. აზოვსტალის ქარხანა უკვე დატოვა ყველა ქალმა, ბავშვმა და მოხუცმა

კომენტარები