2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი

ისტორიაში პირველად, 2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე ქალებიც იმსაჯებენ

ისტორიაში პირველად, 2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე ქალებიც იმსაჯებენ. მუნდიალს სულ 6 ქალი მსაჯი მოემსახურება, აქედან სამი: ფრანგი სტეფანი ფრაპარი, რუანდელი სალიმა მუკანსანგა და იაპონელი იოშიმი იამაშიტა მთავარი არბიტრები იქნებიან. ხოლო ბრაზილიელი ნეუზა ბექი, მექსიკელი კარენ დიას მედინა და ამერიკელი ქეთრინ ნესბიტი კი დამხმარე მსაჯები იქნებიან. ამის შესახებ ინფორმაციას ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (FIFA) ავრცელებს.

ჩემპიონატი მიმდინარე წლის 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით კატარში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი საფეხურთო მსოფლიო ჩემპიონატი იქნება, რომელსაც არაბული სამყაროს ქვეყანა უმასპინძლებს. აგრეთვე, ისტორიის განმავლობაში, ჩემპიონატი პირველად გაიმართება ზამთარში, ამის მიზეზი ზაფხულში, კატარში არსებული მაღალი ტემპერატურა გახლავთ. 

კომენტარები