კატარი 2022

"იმიტომ უღებდნენ, რომ ჩვენი კულტურის შეუსაბამოდ ეცვა" – კატარელი ბიზნესმენი მის ხორვატიაზე

Inside Sport

მსოფლიო ჩემპიონატის შეხვედრებზე მისულ ყოფილ მის ხორვატიას, ივანა კნოლს კატარელმა გულშემატკივრებმა არაერთი ფოტო გადაუღეს. ადგილობრივი ბიზნესმენის, მოჰამედ ჰასან ალ ჯეფარის თქმით ადგილობრივებმა ფოტოები იმიტომ გადაიღეს, რომ მოდელს კატარული კულტურის შეუსაბამოდ ეცვა. 

"რომ იცოდეთ, მათ ფოტო იმიტომ კი არ გადაუღეს, რომ მოეწონათ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი კულტურის შეუსაბამოდ ეცვა. ამას ნებისმიერი ადგილობრივი დაგიდასტურებთ". – წერს ალ ჯეფარი.

ყოფილი მის ხორვატია საკუთარ ნაკრების თამაშებს ხშირად ესწრება. 2018 წელს კნოლი მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ გულშემატკივრად დაასახელეს. 

კატარი 2022-ის დაწყებამდე ჩემპიონატის ორგანიზატორებმა გულშემატკივრებს მოუწოდეს ადგილობრივი კულტურის გათვალისწინებით არ ჩაეცვათ ტანსაცმელი, რომელიც არ დაფარავდა მხრებს, მკერდს, ფეხებს, მუხლებს და მუცელს.

"ჩემთვის ძალიან მიუღებელია ეს შეზღუდვა, რომ არ მოგატყუოთ შესაბამისი გარდერობი არც მაქვს. 

ივანა კნოლი ხორვატიისა და ბელგიის მატჩზე
ივანა კნოლი მაროკოსა და ხორვატიის თამაშზე

 

კომენტარები