ნიკა გვარამიას საქმე

კობახიძე: თუ EU-ს და გვარამიას გავაიგივებთ, გამოდის, EU ყოფილა კორუფცია და დაუსჯელობა

ევროკავშირი სინამდვილეში არის სწორედ კანონის უზენაესობა და სამართლის უზენაესობა, ეს არის ევროკავშირი სინამდვილეში. ჩვენ არ უნდა შევჯერდეთ იმაზე, რომ კორუფცია არის ევროკავშირი. თუ ჩვენ ევროკავშირს და გვარამიას გავაიგივებთ ერთმანეთთან, გამოდის, რომ ევროკავშირი ყოფილა კორუფცია, დაუსჯელობა და ა.შ. სინამდვილეში ევროკავშირი არის ზუსტად ამის საპირისპირო, რასაც განასახიერებს გვარამია. ანუ ევროკავშირი არის კორუფციისგან თავისუფალი ქვეყნები, თავისუფალი საზოგადოებები, ეს არის სამართლის უზენაესობა, კანონის უზენაესობა და ა.შ.

და როგორ შეიძლება, ტოლობის ნიშანი დაისვას ევროკავშირსა და გვარამიას შორის, მე უბრალოდ არ ვიცი. შესაბამისად, მე ვერ ვხედავ იმის პერსპექტივას, რომ ამ კონკრეტულმა ფაქტმა რაიმე პრობლემა შექმნას ევროკავშირში.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პირველი არხის ეთერში, ნიკა გვარამიასთვის თავისუფლების აღკვეთაზე.

კომენტარები