ნიკა გვარამიას საქმე

გვარამია: მთავარ არხს აღარ ვუხელმძღვანელებ, თუმცა დავეხმარები კრიზისიდან გამოსვლაში

მთავარი არხი

ნიკა გვარამიას თქმით, იგი მთავარ არხს აღარ უხელმძღვანელებს, თუმცა, ფინანსური კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარება. 

"მთავარი, რასაც მე გავაკეთებ, იმ სირთულეებიდან მთავარი არხის გამოყვანაა, რომელშიც იგი იმყოფება, თუმცა მე არ ვაპირებ, რომ მთავარ არხს ვუხელმძღვანელო. მე ვიქნები მისი დამფუძნებელი, როგორც ახლა ვარ. მთავარი არხი გადარჩა, მან აჩვენა, რომ ის ჩემ გარეშე თავისუფალ ცურვაში მშვენივრად გრძნობს თავს, მე ვიტყოდი, უკეთესად, ვიდრე ჩემს პირობებში.

მე გავაკეთებ იმას მთავარი არხისთვის, რაც შეიძლება, სხვას არ შეეძლოს არც მთავარ არხზე, არც სხვაგან, ეს პირველ რიგში ეხება მის გამოყვანას ფინანსური კრიზისიდან, მაგრამ მთავარ არხს უხელმძღვანელს ის, ვინც ახლაც ხელძღვანელობს - ეს გიორგი გაბუნიაა, მისი დირექტორი, მე ამ წინადადებით მივმართავ სამეთვალყურეო საბჭოს, პირველ რიგში ეს იქნება, რასაც გავაკეთებ". - თქვა გვარამიამ.

გვარამია პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 22 ივნისს, პატიმრობის 402-ე დღეს შეიწყალა.

კომენტარები