ქართული ოცნება

წულუკიანი: ძალიან კარგად მახსოვს, იან კელის როგორ ძალიან არ უყვარდა საქართველო

მე ყოველთვის მიფიქრია, რომ თუკი უსამართლოდ რომელიმე ეს პატარა ჯგუფი უცხოელების რამეს გაგვიბედავდა, ამაში ჩვენც ვართ დამნაშავე. იმიტომ, რომ 2021-2022 წლამდე არ გავბედეთ მათთვის გვეთქვა, რომ "იცი რა, აქ დამოუკიდებელი სახელმწიფოა, ჩვენ ამ სახელმწიფოებრიობაში ათადან და ბაბადან დღემდე სიხხლი ჩავღვარეთ, დაწყებული პატარა გოგოებიდან, დამთავრებული დიდი კაცებით. და თუ შეიძლება ცოტა დამშვიდდით, იმიტომ, რომ თქვენ ელაპარაკებით სუვერენულ სახელმწიფოს...

...ნაციონალებს ჰგონიათ, რომ თუ ახლა ფონ კრამონი და იან კელი რაღას გვეტყვის, თვით დასავალეთი ღაღადებს ჭეშმარიტებას. ეს ასე არ არის. იან კელი იყო ჩვენთან ელჩი და მე ძალიან კარგად მახსოვს, როგორ ძალიან არ უყვარდა მას საქართველო.

კულტურის მინისტრი, ვიცეპრემიერი თეა წულუკიანი TV იმედის ეთერში ამბობს, რომ "უცხოელების მცირე ჯგუფი ცდილობს, ქართველ ხალხს მიჰყიდოს საკუთარი თავი, თითქოს ისინი არიან თვით დასავლეთი და თვით ევროპა". ის მაგალითად ასახელებს ვიოლა ფონ კრამონს, აშშ-ს ყოფილ ელჩ იან კელის, ასევე, "კოლექტიურ პედრო აგრამუნტებს და კოლექტიურ ჟიგიმანტასებს". წულუკიანის მტკიცებით, ისინი არიან "უცხოელი ნაცები" და სურთ საქართველოს მთავრობის "გადაყირავება".

კომენტარები