შვედეთი-ფინეთი-NATO

შვედეთის მთავრობამ NATO-ში გაწევრიანების მოთხოვნის გადაწყვეტილება მიიღო

მაგდალენა ანდერსონი

დღეს, 16 მაისს შვედეთის მთავრობამ NATO-ში გაწევრიანების მოთხოვნის გადაწყვეტილება მიიღო.

"შვედეთის პარლამენტში უმრავლესობა NATO-ში გაწევრიანებისკენაა... შვედეთისთვისა და მისი მოსახლეობისთვის NATO-ში გაწევრიანება საუკეთესო რამაა". – თქვა შვედეთის პრემიერმინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ფინეთმა და შვედეთმა აქტიურად დაიწყეს საუბარი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე. გაწევრიანების გადაწყვეტილება ფინეთმაც მიიღო.

შვედეთის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ NATO-ში წევრობის განაცხადის შეტანაზე მუშაობა გასულ დღეს დაიწყო.

ამას გარდა, დღეს, 16 მაისს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში შესვლასთან დაკავშირებით რუსეთს "პრობლემები არ აქვს" და ეს პირდაპირ საფრთხეს არ ქმნის, თუმცა ამ ქვეყნებში სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგებას მოსკოვი პასუხს გასცემს.

აქამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა თქვა, რომ NATO-ს არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რუსეთი შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებას შეეგუება.

კომენტარები