რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში აშშ-ს სენატის დელეგაცია ჩავიდა

Deputy Head of the Office of the President of Ukraine/Facebook

უკრაინის დედაქალაქ კიევში ამერიკის შეერთებული შტატების სენატის დელეგაცია ჩავიდა. დელეგაციას სენატის უმცირესობის ლიდერი, მიჩ მაკკონელი ხელმძღვანელობს. 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დელეგაციის დახვედრის შემდეგ დაწერა, რომ ვიზიტი აშშ-ს კონგრესისა და ამერიკელი ხალხის ორპარტიული მხარდაჭერის ძლიერი სიგნალია.

"მადლობა თქვენი ლიდერობისთვის, რომელიც გვეხმარება ბრძოლაში არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფლებისთვის. ჩვენ ამას ნამდვილად ვაფასებთ". – დაწერა ზელენსკიმ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები