ადამიანი, ტიპი რა ტონის თავხედია, გვეუბნება, რომ მიმკურნალოთო, ჩემი პირობები შეასრულეთო. გაგონილა ასეთი? რაღაც სისულელე 5 თუ 6 პირობა წააყენა. კიდევ ერთხელ ვამბობთ, გამომდინარე იქიდან, რომ მაღალი საჯარო ინტერესია კონკრეტული პატიმრის მიმართ. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა იუსტიციის სამინისტრომ და შესთავაზა, რომ სადაც არის მაღალკვალიფიციურობით გამორჩეული კლინიკა ვივამედი, იქ გადაიყვანონ. დანარჩენი მისი გადასაწყვეტია, მიიღებს თუ არა ამ შემოთავაზებას.
მიხეილ სააკაშვილი
ზარქუა სააკაშვილზე: ტიპი რა დონის თავხედია – რომ მიმკურნალოთ, ჩემი პირობები შეასრულეთო
tbl.ge/5zzq
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ. იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს "შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით" კლინიკა ვივამედში გადაყვანა შესთავაზეს. მოგვიანებით ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ 5 პირობაზე პასუხის მიღების შემთხვევაში, მზად არის, გამოკვლევებისთვის კლინიკა VIVAMED-ში გადავიდეს.
ამავე თემაზე
- PACE-ს დეპუტატები სააკაშვილზე: შეშფოთებული ვართ – ლოგიკურია ევროპულ კლინიკაში მკურნალობა
- სააკაშვილი: ივანიშვილს ვუჩივლებ და წამოღებულ თანხას სანდრას საქველმოქმედო ფონდს ჩავურიცხავ
- სააკაშვილი: ხელისუფლებამ ოლიგარქად გამომაცხადა – გამიშვით ჩემს ფაზენდაში, ბრაზილიაში
- "მომაკვდავის ინტერესის დაცვაა" – ოცნების ყოფილი წევრი შესაძლოა სააკაშვილის ადვოკატი გახდეს
- სააკაშვილი აფხაზებს ქართველთა და აფხაზთა საერთო სახელმწიფოს შექმნას სთავაზობს