მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ალასანია სააკაშვილზე: ისეთი დიაგნოზები დაუსვეს, აქ არ ეშველება არაფერი

გზაში ვიყავი, რომ გავიგე, რაც გამოცხადდა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია და კმაყოფილი ვარ. ადამიანი ვერ ჭამს, ეს გამოსაკვლევია. კარგია, რომ დათანხმდა, ამ დღეებში გადავალო, თქვა. ეს სერიოზული დაავადებაა. რამდენიმე დიაგნოზი აქვს დასმული და ეს ისეთი დაავადებებია, აქ არ ეშველება არაფერი. ამას აუცილებლად დასჭირდება შემდგომი უკვე გაგრძელება გარეთ. რაღაცის იმედი დღეს ნამდვილად გამიჩნდა და ვფიქრობ, რომ ამას ექნება გაგრძელება უსათუოდ. გამხდარია, მაგრამ დღეს რაც მოხდა, ამან იმედი გამიჩინა და ვნახოთ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თქვა გიული ალასანიამ. იუსტიციის მინისტრმა დღეს, 10 მაისს მიხეილ სააკაშვილს გამოკვლევებისა და "საჭიროების შემთხვევაში" მკურნალობისთვის კლინიკა ვივამედში გადაყვანა შესთავაზა, რასაც ექსპრეზიდენტი დათანხმდა.

სახალხო დამცველის მიერ ჩამოყალიბებული სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. კონსილიუმის წევრის, ნევროლოგ თენგიზ წულაძის განმარტებით, იმ პირობებში, როცა მიხეილ სააკაშვილს საჭირო ცილები არ მიეწოდება, იგი საკუთარ ორგანიზმს შლის, რასაც დეპრესია ემატება და ანორექსიას იწვევს.

კომენტარები