საქართველო-უკრაინა

კალაძე: ადამიანმა, რომელიც პრორუსულობაზე საუბრობს, პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა შეხედოს

ადამიანმა, რომელიც ვიღაცის პრორუსულობაზე საუბრობს და ცრუ ბრალდებებს წარმოადგენს, პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა შეხედოს, ვინ არის ეს ადამიანი. ჯერ იყო და საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, თითქოს, საქართველოდან რუსეთი იარაღს იღებდა, აბსოლუტურად გაუგებარი განცხადება. ჩვენი მხრიდან გაკეთებული იქნა განცხადება, რომ წარმოადგინეთ თუ გაქვთ რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულებები. არაფერი, სიჩუმე. როგორ შეიძლება, როდესაც მეგობარი ქვეყანა ხარ, შენი მეგობარი ქვეყნის მიმართ ასეთი უსამართლო, უპასუხისმგებლო განცხადებები გააკეთო?

თქვა თბილისის მერმა და ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ იმედის ეთერში.

კომენტარები