რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლუგანსკში სკოლის დაბომვისას, წინასწარი ინფორმაციით, 60 ადამიანი დაიღუპა – ადმინისტრაცია

Сергій Гайдай / Telegram

ლუგანსკის სამხედრო ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, სოფელ ბელგოროვკაში ოკუპანტების მიერ სკოლის შენობაზე საჰაერო დარტყმას სულ მცირე 60 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაბომბილ სკოლას  90-მდე ადამიანი აფარებდა თავს. მისი თქმით, სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ნანგრევებიდან 30 ადამიანის გამოყვანა მოხერხდა, ხოლო დარჩენილი 60 პირი სავარაუდოდ დაიღუპა. 

"ბელოგოროვკაში სკოლაზე ავიადარტყმის შედეგად წინასწარი მონაცემებით 60 ადამიანი დაიღუპა. 7 მაისს 16:37 საათზე ბელოგოროვკაში რუსული ავიაიერიშის შედეგად სკოლის შენობაში დაახლოებით 300 კვადრატული მეტრის ფართობზე ხანძარი გაჩნდა.  თითქმის ოთხი საათის განმავლობაში მუსაობდნენ მეხანძრეები.  ნანგრევებიდან 30 ადამიანის ევაკუაცია მოხდა, მათგან შვიდი დაშავდა. სავარაუდოდ, შენობების ნანგრევებში დარჩენილი 60-ვე გარდაიცვალა".- აცხადებს გაიდაი. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები