გერმანია-უკრაინა

ზელენსკი: შტაინმაიერთან მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა, გერმანიის ლიდერობა მნიშვნელოვანია

კარგი, კონსტრუქციული, მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა გერმანიის პრეზიდენტთან, ბატონ შტაინმაიერთან. მადლობა გადავუხადე უკრაინის მტკიცე მხარდაჭერისთვის. ველოდებით მის გაძლიერებას. 

გერმანიის ლიდერობა მნიშვნელოვანია რუსეთის აგრესიის დასაძლევად. მივაწოდე ინფორმაცია ფრონტის ხაზზე მიმდინარე სიტუაციის და მარიუპოლში კრიტიკული ვითარების შესახებ.

წერს ტვიტერზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. გერმანიის პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, საუბარი 45 წუთს გაგრძელდა და მხარეებმა "წარსული უსიამოვნებების მოგვარება შეძლეს". მისივე ცნობით, საუბრის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შტაინმაიერი და "გერმანიის ყველა სხვა სახელმწიფო ლიდერი კიევში მიიწვია".

კომენტარები