რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შოიგუ: NATO-ს ნებისმიერი ტრანსპორტი, რომელიც უკრაინაში იარაღით ჩამოვიდა, ლეგიტიმური სამიზნეა

РИА Новости

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თქმით, რუსეთი ლეგიტიმურ სამიზნედ განიხილავს NATO-ს ყველა ტრანსპორტს, რომელიც უკრაინაში იარაღით ან შეიარაღებული ძალებისთვის საჭირო სხვა აღჭურვილობით ჩავა.

"აშშ და NATO-ს მოკავშირეები აგრძელებენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას. მე აღვნიშნავ, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ნებისმიერ ტრანსპორტს, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე იარაღით ან უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საჭირო მასალით ჩამოვიდა, ჩვენ განადგურების ლეგიტიმურ სამიზნედ განვიხილავთ". – თქვა შოიგუმ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები