რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზარქუა: ზელენსკის ვურჩევდი, უფრო კონცენტრირდეს იმ გამოწვევებზე, რაც უკრაინას რეალურად აქვს

ირაკლი ზარქუა

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია, რომ მოსკოვი რეექსპორტისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოსთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან. ზარქუამ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სხვა საკითხებსა და გამოწვევებზე კონცენტრაცია ურჩია.

"ბატონ ზელენსკის ვურჩევდი, რომ უფრო კონცენტრირდეს იმ გამოწვევებზე, რაც უკრაინას რეალურად აქვს. რომ ის აგრესორი, რომელიც ჩვენი საერთო მტერია, იქნებ რამენაირად შეაჩეროს, რამენაირად გადაარჩინოს უკრაინელი ხალხის სიცოცხლე და თავისი ქვეყანა. ამაზე ვურჩევდი კონცენტრირებას და არა ამ აბსურდულ ბრალდებაზე". - თქვა ზარქუამ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, რუსეთი ცდილობს სხვა ქვეყნების დახმარებით ეკონომიკური სანქციებს თავი აარიდოს. დაზვერვის სამსახური აცხადებს, რომ მოსკოვი რეექსპორტისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოსთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან. უწყების ინფორმაციით, ორასამდე კომპანია უკვე დაარსდა ამ სამ ქვეყანაში.

კომენტარები