რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსულმა ძალებმა ნიკოლაევში კასეტური ბომბები გამოიყენეს

RIA

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ნიკოლაევის გარეუბანში კასეტური ბომბები გამოიყენეს.

სარდლობის ცნობით, ბომბები მოქალაქეთა ეზოებში ჩამოვარდა და სახლები დააზიანა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები