რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

DW: გერმანია რუსულ ნავთობზე ევროკავშირის ემბარგოს მხარს დაუჭერს

Reuters

ევროკავშირი კვირის ბოლოს რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს წარადგენს, რომელიც, სავარაუდოდ, მოიცავს რუსულ ნავთობზე სრულ ემბარგოს. Deutsche Welle წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გადაწყვეტილებას მხარს გერმანიაც დაუჭერს.

მედიის ცნობით, რუსულ ნავთობზე ევროკავშირის სრული ემბარგო კვირების განმავლობაში განიხილებოდა, მაგრამ ის შეაფერხა რამდენიმე წევრმა სახელმწიფომ, მათ შორის გერმანიამ.

DW-ს ცნობით, სამთავრობო წყაროებმა გერმანულ გამოცემა dpa-ს დაუდასტურეს, რომ კანცლერ ოლაფ შოლცის ადმინისტრაცია საბოლოოდ მზად არის, მხარი დაუჭიროს რუსულ ნავთობზე ემბარგოს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები