გია ვოლსკი

ვოლსკი: რომ არა სააკაშვილის შექმნილი გარემო, შეიძლება ბაჩო ახალაია სხვა ადამიანი ყოფილიყო

სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა, მათი არსი და შინაარსი გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე ის დანაშაულები, რის გამოც ის გასამართლებულია. დანაშაულები ჩადენილია იმ ადამიანებისა და მათი ოჯახების მიმართაც, ვინც ფაქტობრივად მკვლელებად და მწამებლებად ჩამოაყალიბა. ასეთი პირები გვარებით ვიცი. ზოგმა სასჯელი მოიხადა, ზოგი ახლა იხდის. მათ ახალგაზრდობაში შეუქმნეს ატმოსფერო, რომ ეს დანაშაულები ჩაედინათ. შესაძლოა, რომ არა ის გარემო, რომელიც სააკაშვილმა შექმნა, მმართველობის სადისტური სისტემა, შეიძლება საერთოდ ბაჩო ახალაია სულ სხვა ადამიანი ყოფილიყო. შეიძლება ის, ვინც დღეს დაჭერილი ჰყავთ არაერთი ადამიანის წამებისთვის, რომ არა ის სისტემა, სულ სხვა ადამიანი გამოსულიყო. კიდევ ვიმეორებ, სააკაშვილს უფრო მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი, ვიდრე რის გამოც არის გასამართლებული. იმიტომ, რომ შეიძლება რაღაც გარკვეული მუხლი არ უდგებოდეს მაგალითად იმას, რომ სახელმწიფოში ისტერიკა შექმნა და პოპულარიზაცია მოახდინა ძალადობის, რის გამოც პლეადა შეიქმნა ახალგაზრდა ადამიანების, ვისთვისაც ჩვეულებრივი ამბავი იყო მაგალითად სერგო თეთრაძის წამება.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, გია ვოლსკიმ Palitranews-ის ეთერში საუბრისას.

კომენტარები