გია ვოლსკი

ვოლსკი ოპოზიციაზე: გოიმურია თუ სვეტურია, ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები გვიჩვენებს

ყველა სხვადასხვა ტერმინოლოგიას ხმარობს, ზოგი გოიმურს ამბობს, ზოგი - ნაცები, შმაცები. ისინიც [ოპოზიცია] ხანდახან იყენებენ გარკვეულ სიტყვებს და მე არ გამიგია მათთვის გეკითხათ, რატომ მოისხენიებენ თავის ოპონენეტებს აუგი სიტყვით.

გოიმურია თუ სვეტურია ამას ჩვენ გვიჩვენებს ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები. 

უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ეხმაურება ოპოზიციაზე ირაკლი კობახიძის შეფასებას, სადაც კობახიძემ თქვა, "ასეთი მარგინალური, კიდევ უფრო გავამძაფრებდი - გოიმური ოპოზიციური სპექტრი, მე არ მახსენდება საქართველოს ისტორიაში."

კომენტარები